ლონდონში, თეატრ „პალადიუმში“, 2026 წლის „ოქროს ბურთის“ (Ballon d'Or) რიგით 70-ე საიუბილეო დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს.

პირველად, ჯილდოს ისტორიაში, ცერემონია საფრანგეთის ფარგლებს გარეთ ტარდება და ამით ორგანიზატორები ოქროს ბურთის პირველ მფლობელს, ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს, სერ სტენლი მეთიუზს მიაგებენ პატივს.

მთავარი ჯილდოს მფლობელის გამოვლენამდე ჟიურის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი და წლის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა. 

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ლამინე იამალი ცნეს. მან ჯილდო მესამედ მოიპოვა.

„მინდოდა, აქ კუბარსი ყოფილიყო; ვფიქრობ, ეს ჯილდო მას უნდა მიეღო. ის ამას იმსახურებდა. ის დიდი ხანია წარმოუდგენელ დონეს აჩვენებს. მადლობა ჩემს კლუბს და ეროვნულ გუნდს. უნდა გავაგრძელო მუშაობა“, - განაცხადა ჯილდოს მფლობელმა ლამინე იამალმა.

2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე

დე ლა ფუენტეს ხელმძღვანელობით, ესპანეთმა გასულ ზაფხულს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ის გუნდს 2022 წლიდან ხელმძღვანელობს და მისი კონტრაქტი 2032 წლამდეა გათვლილი. დე ლა ფუენტემ ესპანეთის ნაკრებთან ერთად ადრე ევროპის ჩემპიონატი და უეფას ერთა ლიგაც მოიგო.

მოამზადა რაულ კაპანაძემ