„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი კმაყოფილებით გამოვეხმაურო იმ ახალ ინიციატივას, რომელიც გუშინ მოვისმინეთ. ეს ეხება საქართველოში სუროგაციის აკრძალვას. ძვირფასო ძმებო და დებო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა. ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით" - ასე გამოეხმაურა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე საპარალემნო უმრავლესობის ინიციატივას, ქვეყანაში სუროგაციის აკრძალვაზე. 

დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ, ყველანი ძალიან მოხარული ვართ ამ გადაწყვეტილების გამო. ვლოცულობთ, რომ ღმერთმა, წმინდა გიორგიმ, წმინდა ნინომ შეგაძლებინოთ, ეს განახორციელოთ და ბოლომდე მიიყვანოთ. ამას წინ უსწრებდა, რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობაც, ამ პრობლემის თაობაზე ერთმანეთთან საუბარიც, ასევე სხვა მიმდინარე პრობლემებზეც. ძალიან მოხარული ვარ, თქვენი ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან და იქიდან, რომ თქვენ გული შეგტკივათ ჩვენი ეკლესიისთვის, ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანული, ტრადიციული ღირებულებების გაძლიერების და დანერგვის თვალსაზრისით“, – აღნიშნა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: პოლიტიკური გაერთიანების სათავეში ყოფნისთვის მე ვარ იდეალური ყველასთვის, სხვა არავინ არ არის, თან 75 წლის გავხდები მალე, დიდი დრო არ გამაჩნია და არც დიდი ამბიცია