ლონდონში, თეატრ „პალადიუმში“, 2026 წლის „ოქროს ბურთის“ (Ballon d'Or) რიგით 70-ე საიუბილეო დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს.

პირველად, ჯილდოს ისტორიაში, ცერემონია საფრანგეთის ფარგლებს გარეთ ტარდება და ამით ორგანიზატორები ოქროს ბურთის პირველ მფლობელს, ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს, სერ სტენლი მეთიუზს მიაგებენ პატივს.

მთავარი ჯილდოს მფლობელის გამოვლენამდე ჟიურის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი , წლის საუკეთესო მწვრთნელი და წლის საუკეთესო მეკარე დაასახელა. 

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ლამინე იამალი ცნეს.

 
2025/2026 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე.

წლის საუკეთესო მეკარე უნაი სიმონი გახდა.

წლის საუკეთესო კლუბისთვის დაწესებული ჯილდოს მფლობელი „პარი სენ-ჟერმენი“ გახდა.

მოამზადარაულ კაპანაძემ