ლონდონში, თეატრ „პალადიუმში“, 2026 წლის „ოქროს ბურთის“ (Ballon d'Or) რიგით 70-ე საიუბილეო დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს.

პირველად, ჯილდოს ისტორიაში, ცერემონია საფრანგეთის ფარგლებს გარეთ ტარდება და ამით ორგანიზატორები ოქროს ბურთის პირველ მფლობელს, ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს, სერ სტენლი მეთიუზს მიაგებენ პატივს.

მთავარი ჯილდოს მფლობელის გამოვლენამდე ჟიურიმ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი და წლის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა.

გამოვლინდა ასევე წლის საუკეთესო მეკარე. ჯილდო  ბილბაოს „ატლეტიკის“ და ესპანეთის ნაკრების მეკარეს, უნაი სიმონს გადაეცა 

მოამზადა რაულ კაპანაძემ