ტაშკენტში, ძიუდოისტთა მსოფლიო პირველობაზე, +100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელის ვინაობა გაირკვა
+100 კგ წონითი კატეგორიის ბრინჯაოს ფინალში ერთმანეთს გურამ თუშიშვილი და ტაჯიკი ტემურ რახიმოვი შეხვდნენ. შეხვედრა გურამ თუშიშვილმა მოიგო და იგი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ამ წონაში მე-2 ბრინჯაოს მედალი კორეელმა  მინგ ჩონ  კიმმა მოიპოვა, ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კუბელმა ენდი გრანდამ შიდოებით იაპონელ ტაცურო საიტოს სძლია. ამრიგად, მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა ერთი ოქროს (81 კგ ტატო გრიგალაშვილი) და სამი ბრინჯაოს მედალი (90 კგ - ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური და +100 კგ გურამ თუშიშვილი) მოიპოვეს. მედლებით გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ქალთა და კაცთა გაერთიანებულმა გუნდმა მე-6 ადგილი დაიკავა, კაცთა გუნდი კი მეოთხე იყო იაპონიის, უზბეკეთის და მონღოლეთის შემდეგ. საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე 11  ძიუდოისტით იყო წარდგენილი. უფრო მეტი ძიუდოისტი 14 ქვეყანას ჰყავდა.  რვა საუკეთესოს შორის ყველაზე მეტი იაპონიიდან მოხვდა (16 ძიუდოისტი თვრამეტიდან). ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე საქართველოა. რვა საუკეთესოოს შორის საქართველოდან 8 ძიუდოისტი მოხვდა (57 კგ ეთერ ლიპარტელიანი -მე-7 ადგილი, 66 კგ ვაჟა მარგველაშვილი - მე-5 ადგილი,  73 კგ ლაშა შავდათუაშვილი - მე-7 ადგილი, 100 კგ ილია სულამანიძე - მე-5 ადგილი)