მინდა გთხოვოთ, დავზოგოთ ფული და მაისის ბოლოს ყველა გერმანიაში! - ასე მიმართა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ გულშემატკივრებს, რომლებიც რესპუბლიკის მოედანზე არიან შეკრებილები.

რესპუბლიკის მოედანზე, სადაც მაყურებელი თვალს ეკრანზე ადევნებდა მატჩს, ზეიმი გრძელდება. ადგილზე შეკრებილებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, პრემიერ-მინისტრი და დედაქალაქის მერი შეუერთდნენ.

საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები გერმანიაში თურქეთის წინააღმდეგ იმუშავებს.