პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნდნენ  ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი, ასევე ვერცხლის მედლის მფლობელი გივი მაჭარაშვილი.

მივულოცავ მთლიანად საქართველოს, ქართველ ხალხს. ამდენი მედალი დიდი რაღაცაა ასეთი პატარა ქვეყნისთვის. ჩემი შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ყველა სპორტსმენისთვის ოლიმპიური მედალი ოცნებაა და ისტორიაა. თავს გადავდებ შემდეგი ოლიმპიადისთვის, რომ ოქროს მედალი ჩემს ქვეყანაში ჩამოვიტანო“, – განაცხადა გივი მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილს, მან ვერცხლის მედალი მოიპოვა. ის ფინალში ბაჰრეინის წარმომადგენელთან, ახმედ ტაჟუდინოვთან დამარცხდა.