ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანმა, ქართველმა მოჭიდავემ, გივი მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:
„მინდა, რომ ჩემს გულშემატკივარს, ჩემს ქართველ ხალხს მადლობა გადავუხადო, ამასთანავე ბოდიშიც მოვუხადო, რომ შეცდომა დავუშვი და ამ შეცდომის გამო დავისაჯე. ამიტომ ჩემი ოცნების მედალი ვერ მიმაქვს ჩემს ქვეყანაში, მაგრამ უფლის წყალობით, იმედია გამოვასწორებ“, - ამბობს გივი მაჭარაშვილი.
ქართველი მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი ფინალურ შეხვედრაში ბაჰრეინელ ახმად ტაჟუდინოვთან დამარცხდა და ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
გივი მაჭარაშვილმა საქართველოს მესამე ვერცხლის მედალი მოუტანა და ამ დროისთვის საქართველო საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-24 ადგილზეა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.