ესპანეთის ლა ლიგა 2-ში და ავსტრიის და გერმანიის ბუნდესლიგაში მოთამაშე ქართველმა ფეხბურთელებმა დღეს გამართულ შეხვედრებში გოლები გაიტანეს.
ესპანეთის ლა ლიგა 2-ში „ლევანტემ“ „კარტახენას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.
გიორგი ქოჩორაშვილი (Flashscore - 7,6) სტუმრების კარში გატანილი მეორე გოლის ავტორი იყო.
„ლევანტე“ - „კართახენა" 3:0(1:0)
გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ სახლში მე-18 ადგილზე მყოფ „ფეროლს" ეთამაშება. შეხვედრაში, რომელიც ოცდაერთი წუთის დაწყებულია, ანგარიში არაა გახსნილი.
ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ გასვლაზე „გრაცერი“ დაამარცხა.
ოთარ კიტეიშვილმა (Flashscore - 7,5) 86-ე წუთზე გატანილი გოლით ანგარიში გაათანაბრა.
„გრაცერი“ - „შტურმი“ 1:2(0:0)
გერმანიის ბუნდესლიგაში 46-ე წუთზე შეცვლაზე შესული ბუდუ ზივზივაძე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა (Flashscore - 8,3). მან 65-ე წუზე გაიტანა გოლი და გუნდს ქულა მოუტანა.
„ჰოფენჰაიმი“ - „ჰაიდენჰაიმი“ 1:1(1:0)
განახლება: „გრანადამ“ „ფეროლი“ 3:0 დაამარცხა. გიორგი წიტაიშვილი (Flashscore - 8,2) მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო. მან 32-ე წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა, 58-ე წუთზე კი გოლი გაიტანა.
„გრანადა“ - „ფეროლი“ 3:0(2:0)