6 სექტემბერს, თუშეთის გადასასვლელ უღელტეხილზე,წმინდა სამების ეკლესიაში, პირველად ჩატარდა ჯვრისწერა. ინფორმაციას ალავერსის ეპარქია სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„გიორგი სისაურმა და მარიამ წიკლაურმა ჯვარი დაიწერეს. ქორწინების საიდუმლო დეკანოზმა ზაქარია ჩიხრაძემ აღასრულა. სამების ტაძარში, ზღვის დონიდან 3000 მეტრ სიმაღლეზე, ზაფხულში, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ლოცვა-კურთხევით, წირვა-ლოცვა ხშირად აღესრულება, მაგრამ ჯვრისწერის მსახურება პირველად შესრულდა. სექტემბრის თვეში, ალპურ ზონაში ხავერდოვან მთის ფერდობებს შორის, სამების ეკლესია სულიერი ნუგეშით ავსებს ღვთივქმნილ, თვალწარმტაც გარემოს. აქ ჯვრისწერა მართლაც განსაკუთრებულია!“ - ნათქვამია ეპარქიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.