გუშინ, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში ერთი შეხვედრა გაიმართა.
გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე" ფეროლს ესტუმრა და ადგილობრივ „რასინგთან" 0:0 ითამაშა.
მასპინძლებმა პირველ ტაიმში თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენეს, სტუმრების მიერ შეხვედრის 90+3' წუთზე გატანილი გოლის დროს კი გვერდითმა არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა.