ორი მატჩი, ძალიან კარგი დებიუტი, სტაბილური თამაში და ნდობა.

ასე უნდა შევაფასოთ გიორგი ოჩხიკიძის დებიუტი საქართველოს ნაკრებში. ქუთაისის ახალგაზრდა წევრი ნაკრებს ეკუთვნის.

ოჩხიკიძემ ნდობა გაამართლა.

ნაკრებმა ორივე ტესტი წააგო. გასვლაზე დანიასთან და საკუთარ დარბაზში სერბეთთან. წაგება ცუდია, წაგება მტკივნეულია, მაგრამ იყო ნათელი წერტილებიც.

და, ყველაზე მოულოდნელი სიურპრიზი ოჩხიკიძე გახდა.

მოთამაშე, რომელმაც მინიმუმით მაქსიმუმს მიაღწია. ბათუმიდან გიორგი ქუთაისში გადმოდის. ამ სეზონის დაწყებამდე გადმოდის. და, იწყება ახალი ეპოქა ნიჭიერი ახალგაზრდას კარიერაში.

ეგრევე, სეზონის სტარტზე აღებული ტიტული ახალ გუნდში. კიდევ ერთი ფინალი. რამდენიმე გამორჩეულად კარგი მატჩი სუპერლიგაში, დომინაცია 22-წლამდელებში და საერთაშორისო ტურნირებზე. კოტე ტუღუშთან გიორგი გაიხსნა.

და, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტუღუში ახალგაზრდებს ენდობა და ახალგაზრდები ნდობას ამართლებენ. კოტესთან ერთად ამის საკმარისი მოტივაცია ყოველთვის გაქვს.

ოჩხიკიძემ უნდა მოუმატოს. პოტენციალი ადგილზეა. სურვილიც. და, გიორგიმ ძალიან მაგარი კალათბურთი უნდა ითამაშოს.

ნაკრებში მოხვედრა უკვე დიდი პატივია. გიორგიმ ეს გაითავისა. გიორგი მზად არის.