ესპანეთის ლა ლიგაში ოცდამეშვიდე ტური დაიწყო.
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სახლში აუტსაიდერ „ვალიადოლიდს“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა.
გიორგი მამარდაშვილმა (Flashscore - 6,4) მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. „ვალიადოლიდმა“ გოლი მისი უხეში შეცდომის შემდეგ გაიტანა. მეკარის მიუტევებელ შეცდომას მაყურებელმა სტვენა შეაგება.
„ვალენსია“ - „ვალიადოლიდი“ 2:1(1:1)
გოლები: 7' დიეგო ლოპესი 1:0, 40' ხუანმი ლატასა 1:1, 58' უმარ სადიქი 2:1
„სელტა“ - „ლეგანესი“ 2:1(2:1)
„ალავესი“ - „ვილიარეალი“ 1:0(1:0)