ესპანეთის ლა ლიგაში ოცდამეორე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „სელტა“ დაამარცხა, „რეალის“ ბარსელონაში მარცხით კი „ბარსელონამ“ ისარგებლა და მასთან ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა.

„ვალენსია“ - „სელტა“ 2:1(1:0)
გოლები: 44' ლუის რიოხა 1:0, 65' პაბლო დიურანი 1:1, 68' ხავი გერა მამარდაშვილის თამაში Flashscore-მ 6,4-ით შეაფასა.


„ესპანიოლი“ - „რეალი“ 1:0(0:0)
გოლი: 85' კარლოს რომერო

„ბარსელონა“ - „ალავესი“ 1:0(0:0)
გოლი: 61' რობერტ ლევანდოვსკი 1:0


„ბეტისი“ - „ატლეტიკი“ 2:2(2:1)
გოლები: 15' ისკო 1:0, 33' აიტორ პარედესი 1:1, 45+2' რომენ პერო 2:1, 69' ოიან სანსეტი 2:2