დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე" ევრო 2024-ის მერვედფინალური შეხვედრა 

გერმანიის და დანიის ნაკრები გუნდების მეოთხედფინალური შეხვედრაში გერმანელებმა შეხვედრის პირველივე წუთებიდანვე ხელთ იგდეს უპირატესობა და გოლიც გაიტანეს, თუმცა მსაჯმა გადამოწმების შემდეგ გოლი არ ჩათვალა.



გერმანელთა შეტევები გაგრძელდა მანამ, სანამ 35-ე წუთზე სტადიონის თავზე არ იელვა და თავსხმა წვიმა არ დაიწყო. მსაჯმა თამაში შეაჩერა და გუნდები მინდვრიდან გაიყვანა. ორიოდე წუთის შემდეგ დაწყებულმა სეტყვამ გერმანელ სინოპტიკოსთა პროგნოზის და მსაჯის გადაწყვეტილების მართებულობა დაადასტურა.












პაუზა თითქმის 25 წუთი გაგრძელდა, შემდეგ კი გერმანელებმა კვლავ შეუტიეს თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს. თავის მხრივ ტაიმის ბოლო წუთზე დანიელებსაც შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ ნოიერმა შეძლო კარის გადარჩენა  და ტაიმი 0:0 დასრულდა.



შეხვედრის 48-ე წუთზე მსაჯმა დანიელების მიერ გატანილი გოლი გააუქმა



51-ე წუთზე კი საჯარიმოში მყოფი დანიელების აპელაცია თერთმეტმეტრიანის დანიშვნაზე უარყო, თითქმის მაშინვე მანამდე დანიელების საჯარიმოში  შექმნილი მომენტი გადაამოწმა და მათ კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

კაი ჰავერცმა თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და გერმანია წინ გავიდა.



59-ე წუთზე  კაი ჰავარცმა 100%-იანი შანსი ვერ გამოიყენა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ბურთი კარს ააცილა.

68-ე წუთზე ჯამალ მუსიალამ მიმდინარე ჩემპიონატზე მესამე გოლი გაიტანა, ბომბარდირთა შორის დავაში გიორგი მიქაუტაძეს წამოეწია, მატჩში კი ანგარიში ორამდე გაზარდა და პრაქტიკულად გადაწყვიტა მატჩის ბედი.


 
ჯამალ მუსიალას მიერ გატანილი გოლის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეოთხედფინალში გერმანია საქართველო-ესპანეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.