პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საპატიმრო დატოვა.

"ზურაბ ჯაფარიძე თავისუფალია!

პენიტენციურმა სამსახურმა გაფრთხილებულ დროზე ადრე გამოუშვა და მან რუსთავის ციხე უკვე დატოვა".

ამის შესახებ ინფორმაცია მის Facebook გვერდზე გავრცელდა.

შეგახსენებთ: ზურაბ ჯაფარიძე 22 მაისს, წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო დააპატიმრეს. მას ბრალი სსკ-ის 349-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.