ბიუჯეტის მოცულობა 570 მილიონი ლარია, რაც 2025 წლის სასტარტო ბიუჯეტთან მიმართებაში 70 მილიონი ლარით მეტია.

2026 წელს გათვალისწინებულია:

🔹36 ქუჩის, ჩიხისა და ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაცია
🔹4 ახალი გზის მშენებლობა
🔹ხიდებისა და ხიდბოგირების მოწყობა 22 მისამართზე
🔹სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები - 145 მისამართზე (მრავალწლიანი პროექტები)
🔹14  სკვერის მოწყობა და 4-ის რებილიტაცია
🔹კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება:
• სასმელი წყლის სისტემების მოწყობა მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში
• 2000 კბ.მ. წყლის რეზერვუარის,  მკვებავი მაგისტრალისა და წყლის ქსელის მშენებლობა ავგიის ქუჩაზე;
• მეჯინისწყლის ჭაბურღილების წარმადობის გაზრდა
• წყალარინების ქსელის მშენებლობა მეჯინისწყლის ჭაბურღილების მიმდებარე ტერიტორიებზე
• ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსება (V ფაზა) 
🔹სანიაღვრე სისტემის გაფართოებისა და გამტარუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით
🔹სანიაღვრე არხების მოწყობა 33 მისამართზე
🔹ნაპირსამაგრი კედლების მოწყობა 6 მისამართზე
🔹ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ფრიდონ ხალვაშის გამზ. N188-ში. დასრულდება 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ივანე მესხის პირველი ჩიხსა და ნიკო მუსხელიშვილის ქუჩაზე
🔹კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება 3 მისამართზე
🔹რაგბის სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, 2 ახალი სტადიონისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა
🔹გრძელდება ავარიული სახლების ჩანაცვლების მრავალწლიანი პროგრამა
🔹გრძელდება სოციალური სახლის პროექტი ე.წ. შანხაის დასახლებაში
🔹ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გრძელდება:
• მრავალბინიანი სახლების სახურავები რეაბილიტაცია
• ლიფტების ჩანაცვლება
• ეზოების კეთილმოწყობა და კომუნალური სისტემის მოწესრიგება
• ფასადების მოწესრიგება
• სადარბაზოს კარისა და ელექტროსაკეტების მოწყობა
• ეზოებისათვის ატრაქციონების შეძენა-მონტაჟი და რეაბილიტაცია.
🔹ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით ბიუჯეტი გაიზარდა 5 053 700 ლარით, რაც უზრუნველყოფს არსებულ პროგრამებში უფრო მეტი ბენეფიციარის ჩართვას.  
🔹განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ბიუჯეტი ჯამში 20 253 800 ლარით გაიზარდა. გაზრდილი ბიუჯეტი უზრუნველყოფს არსებული მიმართულებების მხარდაჭერის გაფართოებას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და პროგრამებით მოსარგებლეთა რაოდენობის ზრდას.