თელავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 65 წლის მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა.

შემთხვევა მშვიდობის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის გზის გადაკვეთას ცდილობდა.

დაშავებული მამაკაცი მკურნალობის კურსს კლინიკაში გადიოდა, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ  შეძლეს.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.