ყატარში, ალ-რაიანის აჰმად ბინ ალის სტაიდიონზე, საკონტინენტთაშორისო თასის ფინალური შეხვედრა დასრულდა.
უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ „პარი სენ-ჟერმენის“ და ლიბერტადორესის თასის გამარჯვებულ „ფლამენგოს“ შეხვედრაში ძირითად და დამატებით დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. პენალტების სერიაში პარიზელებმა გაიმარჯვეს. მათმა მეკარე მატვეი საფონოვმა 4 თერთმეტმეტრიანი მოიგერია. „პარი სენ-ჟერმენიდან“ უსმან დემბელემ კარს გადააცილა, ბრედლი ბარკოლას დარტყმული კი ბრაზილიელთა მეკარემ მოიგერია. პარიზელების მხრიდან მეხუთე პენალტის დარტყმა საჭირო არ გახდა.
ხვიჩა კვარაცხელია (flashscore - 7.6) 90-ე წუთზე იბრაჰიმ მბაიემ შეცვალა. იგი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც:
საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ითამაშა;
საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში გოლი გაიტანა;
საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო
„პარი სენ-ჟერმენი“ - ფლამენგო“ დ.დ. 1:1(1:1,1:0), პენალტებით 2:1
გოლები: 38' ხვიჩა კვარაცხელია 1:0, 62' ჟორჟინიო, თერთმეტმეტრიანიდან 1:1




