ევრო 2024-ზე საქართველო ნაკრებმა  უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გამართა.

პორტუგალიასთან უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონე შეხვედრის დასაწყისში გიორგი მიქაუტაძემ მოედნის ცენტრთან ახლოს ჩაჭრა ბურთი, სწრაფად მიუახლოვდა საჯარიმოს და ბურთი ხვიჩა კვარაცხელიად გადააწოდა, რომელიც ასევე სწრაფად შეიჭრა საჯარიმოში და ბურთი მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაგზავნა.

პორტუგალიელები მთელი ტაიმი ფლობდნენ დიდ ტერიტორიულ უპირატესობას, მაგრამ ქართველებმა ავი კარგად დაიცვეს და რამდენჯერმე სწრაფი კონტრშეტევას განახორციელეს.

ტაიმი საქართველომ 1:0 მოიგო.

მეორე ტაიმი კვლავ პორტუგალიელთა უპირატესობით დაიწყო, თუმცა საქართველომ კონტრშეტევებზე ორჯერ მიიღო გოლის გატანის შანსი, მალეკი პორტუგალიელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა.

მიქაუტაძემ ზუსტად დაარტყა დაანგარიში 2:0 გახდა.

საქართველო პლეი-ოფთან ერთ ნაბიჯშია!

გუნდები ასეთი შემადგენლობებით თამაშობენ:

გიორგი მამარდაშვილი -  ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი, ლაშა დვალი - გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი - გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია 

დიოგუ კოშტა - ანტონიუ სილვა, დანილო პერეირა, გონსალო ინასიო - დიოგუ დალოტი, ჟოაუ ნევეში, ფრანსისკო კონსეისაო ჟოაუ პალინია, პედრო ნეტო - კრიშტიანუ რონალდო, ჟოაუ ფელიქსი