საქართველოს პარლამენტის წევრები დღეს პარლამენტში ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურებით, საქართველოს დროშებითა და ყელსახვევებით მივიდნენ.
პარლამენტის პლენარული სხდომა, ეროვნული ნაკრების გამარჯვების აღსანიშნად, სიმღერის „გაიღიმე“ (ზღაპრის ბოლო კეთილია) და აპლოდისმენტების ფონზე გაიხსნა.