საქართველოს ჩემპიონატი, ჭიდაობა სამბოში ზესტაფონში, მიხეილ სალაძის სახელობის სასპორტო სკოლაში დილის 10 საათიდან დაიწყო.
ფოთელი სპორტსმენი ელიზბარ (ჯაბა) თურქია 71 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა (მწვრთნელები - კონსტანტინე ხუბუტია, ზურაბ ძაძამია. მენეჯერი - გრიგოლ გუგუშვილი).
ელიზბარ (ჯაბა) თურქიამ პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.