ბათუმში, კარატეს საერთაშორისო ჩემპიონატში ,,Open Batumi" ფოთელმა სპორტსმენებმა ლიზი კუპრავამ, ლაშა კუპრავამ, ტატო გასვიანმა და ლუკა ურიდიამ წარმატებით იასპარეზეს. პირადი მწვრთნელი - ბაჩუკი სულამანიძე.
ლიზი და ლაშა კუპრავებმა ჩემპიონის ტიტულები მოიპოვეს. ლაშა კუპრავამ ასევე მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. ხოლო ტატო გასვიანმა ვერცხლის მედალი აიღო.
ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდნენ: საფრანგეთის, თურქეთის, ირანის, ყაზახეთის, საქართველოს, იტალიის, სომხეთის, უკრაინის, ისრაელის, აზერბაიჯანის სპორტსმენები.