გერმანიაში ფელბერტის IMS Arena-ზე ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში გაიმართა.
. მადლობა მხარდაჭერისთვის სტადიონზე მოსულ თითოეულ გულშემატკივარს.ვარჯიშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებმა ქომაგებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ავტოგრაფები დაარიგეს.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ამხანაგურ მატჩში მონტენეგრო დაამარცხა.
შეხვედრა პოდგორიცაში ვილი სანიოლის გუნდმა 3:1 მოიგო. მე-10 წუთზე, ანგარიში გიორგი გველესიანის პასით, რომელიც ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩს ატარებდა, ოთარ კიტეიშვილმა გახსნა. 33-ე წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიას პასით გიორგი მიქაუტაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა.
66-ე წუთზე მონტენეგრომ სტევან იოვეტიჩის გოლით სხვაობა შეამცირა, საბოლოო ანგარიში კი ბუდუ ზივზივაძემ 83-ე წუთზე დააფიქსირა.
2024 წლის 26 მარტს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა. მეტად დაძაბულ და ხისტ მატჩში საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს დარჩა.
გიორგი მამარდაშვილმა ერთი მოიგერია, ერთიც ბერძნებმა ააცილეს და ისტორია დაიწერა – საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა!
ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს კი 18 ივლისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩავატარებთ.
ფოტოები ეროვნული ნაკრები.