საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიაში ევროპის ჩემპიონატის წინა შეკრება დაასრულა და მონტენერგოს ამხანაგური შეხვედრის ჩასატარებლად ესტუმრა.
პოდგორიცაში გამართული შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა.
შეხვედრის მე-10 წუთზე ანგარიში ოთარ კიტეიშვილმა გახსნა. 33-ე წუთზე ავი გიორგი მიქაუტაზემ გამოიჩინა და საქართველომ პირველი ტაიმი ორი ბურთის უპირატესობით მოიგო.
მეორე ტაიმის 21-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიშში სხვაობა შემცირეს, 84-ე წუთზე კი ბუდუ ზივზივაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას 18 ივნისს, დორტმუნდში, თურქეთის ნაკრებთან გამართავს.