ყატარში, ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, დასრულდა პირველი ტურის შეხვედრები.

G ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში შვეიცარიამ კამერუნს კამერუნში დაბადებული ბრელ ემბოლოს მიერ 48-ე წუთზე გატანილი გოლით სძლია.

სერბეთი დიდხანს წარმატებით იცავდა საკუთარ კარს ბრაზილიასთან, მაგრამ 62-ე და 73-ე წუთებზე რიშარლისონის მიერ შესრულებული დუბლის შემდეგ, მათ შეტევაში გადასვლა და მდგომარეობის გამოსწორება ვერ შეძლეს

ბრაზილია 1 1-0-0 2:0 3
შვეიცარია 1 1-0-0 1:0 3
კამერუნი 1 0-0-1 0:1 0
სერბეთი 1 0-0-1 0:2 0