თელავი „კადეტთა შორის ევროპის თასს“  მასპინძლობს. შეჯიბრებაში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში, სპორტსმენები 14 ქვეყნიდან მონაწილეობენ. 

პირველი დღე განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა თელაველი სპორტსმენებისათვის. ლუკა ქალიაშვილი (-55კგ) და მერაბ სამადაშვილი (-66კგ) ევროპის თასის გამარჯვებულები გახდნენ.