დისელდორფში, „მერკურ შპილ-არენაზე" ევრო-2024-ის  მორიგი მერვედფინალური შეხვედრა დასრულდა.

საფრანგეთის და ბელგიის შეხვედრაში ბელგიელები შეხვედრის 85-ე წუთზე საკუთარ კარში გატანილი გოლით დამარცხდნენ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ჩემპიონატში ავტოგოლების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, ხოლო საფრანგეთმა მეორედ გაიმარჯვა მეტოქის მიერ საკუთარ კარში გატანილი გოლით. ამასთან, სულ გატანილი სამი გოლიდან ერთი თერთმეტმეტრიანიდან აქვს გატანილი.

საფრანგეთი - ბელგია 1:0(0:0)
გოლი: 85' იან ვერტოგენი, საკუთარ კარში

მეოთხედფინალში საფრანგეთი პორტუგალია-სლოვენიას შორის გამარჯვებულს შეხვდება