ყატარის დედაქალაქ დოჰაში ელვისებურ ჭადრაკში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი დღის თამაშები მიმდინარეობს.

ელვისებურ ჭადრაკში ღია პირველობას ათი ტურის შემდეგ 8,5 ქულით ინდოელი არჯუნ ერიგაისი ლიდერობს. 8,0-8,0 ქულით მეორე-მესამე ადგილებს ამერიკელი ფაბიანო კარუანა და ფრანგი მაქსიმ ვიშიე-ლაგრავი ინაწილებენ.

მეოთხე-მეათე ადგილზე მყოფ მოჭადრაკეებს 7,5-7,5 ქულა აქვთ. მომდევნო მეთერტთმეტე-ოცდამეთოთხმეტე ადგილებზე მყოფ მოჭადრაკეებს, რომელთა შორის ნორვეგიელ მაგნუს კარლსენთან ერთად ბაადურ ჯობავაცაა, 7,0-7,0 ქულა აქვთ.

ლევან ფანცულაია 5,5 ქულით 99-ე ადგილზეა, გიგი ყუფარაძე ამდენივე ქულით კი 114-ე ადგილზე.

ქალთა შორის ნიდერლანდელი ელინ რობერსი დაწინაურდა. მას ათი ტურის შემდეგ 8,5 ქულა აქვს. მეორე-მეოთხე ადგილებს 8,0-8,0 ქულით რუსი ალესანდრა გორიაჩკინა, უზბეკი უმიდა ომონოვა და ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვა ინაწილებენ.

ქართველ მოჭადრაკეთაგან საუკეთესო შედეგი მერი არაბიძეს აქვს. 6,5 ქულით იგი 25-ე ადგილზეა.

სხვა ქართველი მოჭადრაკეების შედეგები;

39. ნინო ბაციაშვილი - 6 ქულა
52. ინგა ჭარხალაშვილი - 5,5 ქულა
72. ბელა ხოტენაშვილი - 5 ქულა
74. ნანა ძაგნიძე - 5 ქულა
92. ანასტასია კირთაძე - 4,5 ქულა
126. კესარია მგელაძე - 3 ქულა


განახლება 21:15 საათი
დღევანდელი დღის ბოლო ორ ტურში ბადურ ჯობავამ 1,5 აიღო და ამჟამად 8,5 ქულით მერვე-მეთოთხმეტე ადგილებს ინაწილებს. პირველ სამ ადგილზე 9,5-9,5 ქული არჯუნ ერეგაისი, მაქსიმ ვიშიე-ლაგრავი  და ფაბიანო კარუანა არიან, მეოთხე-მეშვიდე ადგილზე მყოფ მოჭადრაკეებს კი 9,0-9,0 ქულა აქვთ. მაგნუს კარლსენმა მეთორმეტე ტურში ფაბიანო კარუანასთან უხეში შეცდომა დაუშვა და დამარცხდა, მას 8 ქულა აქვს.