რუსეთის მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გაერთიანებული ძალების ჯგუფის სამეთაურო პუნქტში გამართული შეხვედრის დროს, „ცენტრის“ და „აღმოსავლეთის“ ჯგუფების მეთაურებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დონეცკის ოლქის ქალაქ მირნოგრადის და ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ გულიაიპოლეს დაკავების შესახებ მოახსენეს.
გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა, პრეზიდენტს ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ სტეპნოგირსკის დაკავების შესახებ წარუდგინა ანგარიში.
გარდა ამისა, შეხვედრაზე გამოცხადდა „ცენტრის“ ჯგუფის ძალების დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქების, სოფიივკას და როდინსკეს დაკავეის შესახებ. შესახებ.
უკრაინული მედიაში ამ ცნობების დადასტურება ან უარყოფა არ მომხდარა, მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია დონბასში მდებარე ქალაქ სივერსკის სწრაფი დაკარგვის შემდეგ 54-ე მექანიზებული ბრიგადის და მე-10 სამთო-მოიერიშე ბრიგადის მეთაურების გათავისუფლების შესახებ. გათავისუფლების მიზეზი ორივე ბრიგადის სარდლობის ცრუ ცნობებია - ისინი თავიანთი პასუხისმგებლობის ზონებში პოზიციების არსებობის შესახებ იუწყებოდნენ, სინამდვილეში პოზიციები უპატრონოდ იყო მიტოვებული და ტყუილი ქალაქის სწრაფი დაკარგვის შემდეგ გამოაშკარავდა.
ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდება ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. უკრაინული მხარის ინფორმაციით, კუპიანსკსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სიტუაცია თავდაცვის ძალების კონტროლს ექვემდებარება, ქალაქში მყოფი რუსული დაჯგუფება საბრძოლო მასალის, საკვებისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტს განიცდის, რადგან მიწოდების ყველა მარშრუტი გადაკეტილია და დრონებით მიწოდების მცდელობები ძალიან მცირე ეფექტს იძლევა, რუსული მხარე კი ამტკიცებს, რომ კუპიანსკში უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფების გარღვევის ყველა მცდელობა აღკვეთილია ტერიტორიის დაკარგვის გარეშე.




