თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა, ინსტაგრამზე განაცხადა, რომ ფეხმძიმედაა.

„საუკეთესო საშობაო საჩუქარი, რაზედაც კი შეგვეძლო მხოლოდ გვეოცნება, გოგონაა, რომელიც 2026 წლის მაისში დაიბადება. მე და ჩემი მეუღლე აღფრთოვანებულები ვართ, რომ ჩვენი ოჯახი გაიზრდება და  მოუთმენლად ველით, როდის გახდება ჩვენი ბიჭი უფროსი ძმა“- წერს ინსტაგრამზე კეროლაინ ლევიტი.

თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა ტელეარხ Fox News-ს განუცხადა, რომ ლევიტი პრესმდივნის თანამდებობაზე დარჩება, რაც მას ისტორიაში პირველ ორსულ პრესმდივნად აქცევს.

კეროლაინ ლევიტი და ნიკოლას 2023 წლის საშობაო არდადეგების დროს დაინიშნნენ და 2024 წლის 10 ივლისს მათ ვაჟი, ნიკოლას რობერტ რიჩიო, მეტსახელად „ნიკო“ შეეძინათ.

შვილის, ნიკოს დაბადებიდან მალევე, ლივიტი დონალდ ტრამპის 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში დაბრუნდა და განაცხადა, რომ 13 ივლისს ტრამპის მკვლელობის მცდელობამ აიძულა, დეკრეტულ შვებულებაზე უარი ეთქვა.