„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ნაციონალური ბრენდების რიგით 25-ე დაჯილდოების ცერემონიალი გამართა.
ყველაზე წარმატებული ტელეპროექტის ნომინაციაში ჯილდო პირველი არხის გადაცემა „ხალხურს“ ერგო.
უნიკალური ეროვნული პროექტი, რომელიც აერთიანებს ხალხური სიმღერებისა და ცეკვის ანსაბლებს, ოჯახებსა და ინდივიდულურ შემსრულებლებს საქართველოს ყველა კუთხიდან, – ასე აფასებენ საღამოს ორგანზატორები პირველი არხის პროექტს, რომელმაც პირველივე სეზონზე მაყურებლის დიდი სიყვარული მოიპოვა.
„პროექტი „ხალხური“ გახდა წლის საუკეთესო სატელევიზიო პროექტი, რაც ძალიან გვახარებს, რადგან ეს არის პროექტი, რომელიც გასცდა სატელევიზიო ფარგლებს და ჩამოყალიბდა, როგორც ფესტივალი, რომელიც მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს, ასახავს ყველა კუთხის მრავალფეროვნებას, სიმდიდრეს და ჩვენს იდენტობას“, – განაცხადა პირველი არხის კომუნიკაციების ჯგუფის უფროსმა, დეა გველებიანმა დაჯილდოების ცერემონიაზე.
ქართული ბრენდების დაჯილდოების წლევანდელ ღონისძიებაზე სულ 26 გამარჯვებული გამოვლინდა.




