კიშინიოვში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ახლახან დასრულდა ასპარეზობა 55 კგ წონით კატეგორიაში.

ქართველმა ძალოსანმა რამინ შამილიშვილმა ატაცში 109კგ დასზლია და მეხუთე ადგილზე გავიდა, აკვრაში კი 134 კგ-ით მცირე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ორჭიდის ჯამში რამინ შამილიშვილმა 243 კგ დააგროვა და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

1. ანგელ რუსევი (ბულგარეთი) - (105+141)=246კგ
2. დანუ სეკრიერუ (მოლდოვა) - (110+135)=245კგ
3. რამინ შამილიშვილი (საქართველო) - 109(105,109,111*)+134(127,131,134)=243კგ