ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (UWW) თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 2024 წლის საუკეთესო მოჭიდავედ ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი დაასახელა. ასევე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საუკეთესოდ დასახელდა იაპონელ ნაო კუსაკა და ქალი მოჭიდავე, თურქი ბუსე თოსუნი.
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, 30 წლის ქართველმა რეიტინგი საუკეთესო შედეგით, 68 200 ქულით დაასრულა.
UWW აღნიშნავს, რომ გენო პეტრიაშვილის შედეგები ემყარება 2024 წელს ოლიმპიურ თამაშებზე, ევროპის ჩემპიონატზე და ასევე, ხორვატიისა და უნგრეთში გამართულ ტურნირებში დაფიქსირებულ შედეგებს.