ოლიმპიურმა ჩემპიონმა და “ქართული ოცნების“ სიის მე-10 ნომერმა გენო პეტრიაშვილმა გორში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
“მხარი დავუჭირე ჩემი ქვეყნის ნათელ მომავალს, მშვიდობას, ღირსეულ განვითარებასა და სტაბილურობას. მინდა ამომრჩევლებს და მთელს საზოგადოებას ვუთხრა, რომ მივიდნენ არჩევნებზე და მოიხადონ საკუთარი ვალი ქვეყნის წინაშე და გააკეთოს სწორი არჩევანი“, - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის 150 წევრს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ - კენჭისყრა დილის 08:00 საათზე დაიწყო