300 მაყურებელზე გათვლილი ჩაქვის სარაგბო ბაზაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. უკვე გადაიხურა ძირითადი ნაგებობა. მიმდინარეობს გათბობა-გაგრილების, ვინტილაციის, სანტექნიკისა და ელექტრო ქსელების მოწყობის სამუშაოები.
დაწყებულია მოედნის ტერიტორიის დაპროფილება-მოსწორება, რის შემდეგაც დაიწყება სადრენაჟო სიტემების სამუშაოები. ასევე მიმდინარეობს ტერიტორიაზე წყალშემკრები სანიაღვრე რკინა-ბეტონის არხის და მოედნის ორ გვერდზე 6 მ სიმაღლის დამცავი ღობის მოწყობა. მონტაჟდება სკამები.
ხელოვნურსაფარიან მოედანს ექნება სპორტული განათება. სარაგბო ბაზაზე შენდება დამხმარე ნაგებობები, საშხაპეები, გასახდელები, სამედიცინო კაბინეტი და ოთახები მწვრთნელებისთვის და მსაჯებისთვის. სპორტსმენებისთვის კეთდება ასევე დახურული სავარჯიშო დარბაზი, მოსასვენებელი ოთახი და კაფე.
ტერიტორიაზე გათვალისწინებულია საპარკინგე ზონა, როგორც მსუბუქი მანქანებისთვის, ასევე ავტობუსებისთვის. ასევე გათვალისწინებულია მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება. სარაგბო ბაზა ყველა პარამეტრით დააკმაყოფილებს ევროსტანდარტებს.აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, რაგბის განვითარებისთვის, ბოლო წლების განმავლობაში, პარალელურ რეჟიმში ეწყობა რამდენიმე ობიექტი.
აჭარის პროექტების მართვის კომპანიის დაკვეთით, ჩაქვის სარაგბო ბაზის მშენებელობას „შპს გლობალ სტანდარტმშენი“ ახორციელებს.