საქართველოს რაგბის კავშირის, სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 17-18 მაისს, სენაკში, ,,ეგრისის" ცენტრალურ სტადიონზე, დამსახურებული სპორტსმენის, საქართველოს რაგბის დამოუკიდებელი ფედერაციის ფუძემდებლის, სენაკის საპატიო მოქალაქის, დავით კილასონიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ბავშვთა სარაგბო ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობდნენ: სენაკის, ქუთაისის, ფოთის, ზუგდიდის, ბათუმის, ქობულეთის, ჩაქვის, ჭიათურის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, წყალტუბოს და მარტვილის მორაგბეთა გუნდები.
პირველი ადგილი დაიკავა ქუთაისის გუნდმა ,,აია".
მეორე ადგილი მოიპოვა გუნდმა ,,სოხუმი".
მესამე ადგილი წილად ხვდა ბათუმის მორაგბეთა გუნდს.
დავით კილასონიას სახელობის თასი, ჩაქველ მორაგბეს, ლუკა ჯინჭარაძეს გადაეცა.