ბაქოში, „ტოფიკ ბახრამოვზე“, მასაზირის „საბაჰმა“ უეფას ცემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში ბეერ შევას „ჰაპოელს“ უმასპინძლა.

აზერბაიჯანელმა ფეხბურთელებმა, რომლებსაც პირველი შეხვედრა 1:2 ჰქონდათ წაგებული, ორჯერ შეძლეს ჩამორჩენის აღმოფხვრა და 90+4 წუთზე მეტოქის კარში გატანილი მესამე გოლით თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს.

დამატებითი დროის მე-100 წუთზე „ჰაპოელი“ მინდორზე 10 ფეხბურთელით დარჩა, რითაც დაუყოვნებლივ ისარგებლეს მასპინძლებმა და მეოთხედ აიღეს სტუმრების კარი. 115-ე წუთზე მათ კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და თამაშის საბოლოო შედეგი დააფიქსირეს.

„საბაჰი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, სადაც აღდამის „ყარაბაღის“ შარშანდელი საუცხოო შედეგის (პლეი-ოფში გასვლა) გამეორებას შეეცდება.

„საბაჰი“ - „ჰაპოელი“ ბეერ შევა დ.დ. 5:2(3:2, 1:2) პირველი მატჩი 1:2