მსოფლიო ჩემპიონის ავთანდილ ხურციძის, ამერიკაში დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ფლობს მისი მწვრთნელი, მურთაზ ბებია.
ბებია, „აიპრესთან“ საუბარში აცხადებს, რომ თუ სპორტსმენის დაკავება მოხდა, შეცდომა იქნება.
„გუშინ ვამზადებდი, ივარჯიშა და გავამგზავრე ამერკაში. 8 ივლისს აქვს ბრძოლა. არ მჯერა, რომ რამე დააშავა. შეცდომა იქნება. არა მგონია, რამე დანაშაულ ჩაედინა“, - განაცხადა ავთანდილ ხურციძის მწვრთნელმა, მურთაზ ბებიამ.
WBO-ს სრულფასოვანი ჩემპიონტის ტიტულისთვის, ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე, მოქმედ ჩემპიონს, ბრიტანელ ბილი ჯო სანდერსს, 8 ივლისს, ლონდონში, Copper Box Arena-ზე უნდა დაუპირისპირდეს.