პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დასრულდა ქალთა შორის ფინალური შეხვედრა კალათბურთში.
აშშ-მა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა საფრანგეთი და ზედიზედ მერვედ გახდა ოლიმპიური ოქროს მფლობელი.
აშშ - საფრანგეთი 67:66 (15:9, 10:16, 20:18, 22:23)
ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ავსტრალიამ ბელგიას მოუგო
ავსტრალია - ბელგია 85:81 (20:19, 17:17, 23:25, 25:20)
საფრანგეთთან გამარჯვებით აშშ-მა მე-40 ოქროს მედალი მოიპოვა და ჩინეთს წამოეწია და ვინაიდან მას უფრო მეტი ვერცხლის მედალი აქვს, ვიდრე ჩინეთს, საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველობა დაისაკუთრა.