პარიზში 2024 წლის ოლიმპიური თამაშები დასრულდა.

ქართველმა სპორტსმენებმა პარიზში 7 მედალი მოიპოვეს მედლებით გუნდურ ჩათვლაში 24-ე ადგილი დაიკავეს.

ქართველ სპორტსმენებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად შეძლეს ოლიმპიური თამაშებზე ასეთი მაღალი შედეგის დაფიქსირება.  

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ სამი ოქროს, სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ:
ლაშა ბექაური - ძიუდო, 90კგ
გენო პეტრიაშვილი - თავისუფალი ჭიდაობა, 125კგ
ლაშა ტალახაძე - ძალოსნობა, +102კგ
 
ვერცხლის მედლების მფლობელები არიან:
ტატო გრიგალაშვილი - ძიუდო, 81კგ
ილია სულამანიძე - ძიუდო, 100კგ
გივი მაჭარაშვილი - თავისუფალი ჭიდაობა, 97კ

ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა:
ლაშა გურული - კრივი, 63,5კგ

ლაშა ტალახაძე პირველი ქართველი სპორტსმენია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელიც სამჯერ გახდა ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი.

ლაშა ბექაური ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა.

გენო პეტრიაშვილი ზედიზედ მესამედ გახდა ოლიმპიური თამაშების მედლის მფლობელი. მან რიო-დე-ჟანეიროში მოპოვებულ ბრინჯაოს მედალს ტოკიოში ვერცხლი შემატა, პარიზში კი ოქრო.

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მედალი 90 ქვეყნის სპორტსმენებთან ერთად ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წარმომადგენლმა მოიპოვა.

სულ, პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას 206 ოლიმპიური გუნდი იღებდა