დღევანდელი დღის 18:00 საათის მონაცემებით, 77 ათასი ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“.
ქადაგიშვილი აღნიშნავს, რომ არ შეიძლება, მევენახე ცუდი ყურძნის ანაბარა დარჩეს.
„77 ათასი ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია, აქედან, უმაღლესი ხარისხის, რაშიც აპრიორი იხდება 1 ლარი და 30 თეთრი, არის უკვე დაბინავებული მოსავლის 71%. დაახლოებით 29% არის საშუალო ხარისხის, რაშიც 1 ლარი და 10 თეთრი იხდება. 0,5%, რომელიც არ ითვლება ხარისხიან ყურძნად - ეს მაჩვენებელი მაქსიმალურად, წლიდან-წლამდე უნდა გავაქროთ. არ შეიძლება, მევენახე ცუდი ყურძნის ანაბარა დარჩეს, რადგან საბოლოო ჯამში, კიდევ უარეს ორმოში აღმოჩნდება პერსონალურად მევენახეც და მთელი დარგი“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.








