სახელმწიფო ნებისმიერი ხარისხის ყურძნიდან ხდის სპირტს. ეს არის მიზეზი, რატომაც ეს ყველაფერი იყრება გადამამუშავებელ ერთ ხაზში და ერთად დუღს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ თელავიდან ჩართვისას მევენახე გოგი კაკაბაძემ.
როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო პრინციპულად არ ამზადებს ღვინოს. მას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ცდილობს, ღვინის ბიზნესში კონკურენტი არ იყოს.
„სახელმწიფო არ ერევა ღვინის ბიზნესში. მაქსიმალურად ცდილობს, რომ როგორც კონკურენტი არ ჩაერიოს ღვინის ბიზნესში, ამიტომ ამ სქემის, სოციალური ნაწილის, ყურძნის ამოღების მიზანი არის იმ ნედლეულის შექმნა, (ამ შემთხვევაში სპირტი), რომელიც არის გრძელვადიანი აქტივი და შემდგომში რეალიზაცია საბრენდედ. ყურძნის სხვადასხვა ფასად ჩაბარება ემსახურება თამაშის წესების დადგენას კერძო ღვინის საწარმოებისთვის“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.




