დღეს, 21:30 საათზე საქართველოს ნაკრები დანიასთან გასვლით შეხვედრას გამართავს. მატჩის წინ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა მოკლე კომენტარი გააკეთა:
„მჯერა, რომ კალათბურთელებს კარგად ესმით სიტუაცია. ორი წაგების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია დანიაში გამარჯვება. ამისთვის საქმეს დიდი სერიოზულობით ვეკიდებით. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. უნდა ჩავდოთ ენერგია, გამოვიყენოთ ჩვენი ათლეტურობა და მიზანს ასე მივაღწევთ“.
დანია-საქართველოს პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.








