ევრობაკეტის მეოთხედფინალში ფინეთის ნაკრებთან მატჩის შესახებ კომენტარი საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა გააკეთა:
„ქართველებს ძალიან კარგად შევეწყვე. მათი გვერდით მუშაობის წინააღმდეგი არასდროს ვყოფილვარ და მართლაც ვამაყობ ამ გუნდით. მხოლოდ ჩვენ ვიცით, რამდენ სირთულეს გავუმკლავდით.
ჩემი პირველი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლა იყო – ეს უკვე შევასრულეთ; მეორე მიზანი რიგაში მოხვედრა გახლდათ და ესეც მოვახერხეთ. შემდეგ მერვედფინალში მოვიგეთ და ერთ მომენტში ფინეთსაც სერიოზულ პრობლემას ვუქმნიდით. ახლა თქვენ მკითხავთ, უნდა ვიყო თუ არა კმაყოფილი? დიახ, ნამდვილად ამაყი ვარ.
ამ ეტაპზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ორი მოთამაშე NBA-ში გვყავს, ორი – ევროლიგაში. ყველაფერი საბოლოო შემადგენლობაზე იქნება დამოკიდებული. გავიღებთ თუ არა მაქსიმუმს? ძალიან დიდი იმედი მაქვს. თუმცა დაპირებების მიცემა ჩემი სტილი არ არის. ხშირად პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგი და სწორედ ამიტომ ვგრძნობ თავს ასეთი ამაყად იმით, რაც აქ გავაკეთეთ“, – განაცხადა ჯიკიჩმა.
2025 წლის ევრობასკეტი საქართველოს ისტორიული გამოვიდა – სერბი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ასპარეზობა რვა საუკეთესო გუნდს შორის დაასრულა.