9-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო ვეტერან მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს.
მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობას 188 გუნდი და 1 420 ვეტერანი სპორტსმენი მიიღებს. პლანეტის პირველობაზე იასპარეზებენ ქართველი მოფარიკავეებიც, რომლებიც ტურნირისთვის ნუგზარ ასათიანის სახელობის განახლებულ დარბაზში ემზადებიან.
დღეს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, მერაბ ბაზაძემ, საქართველოს ვეტერან მოფარიკავეთა ნაკრების წევრებს მსოფლიო ჩემპიონატისთვის სპეციალურად შექმნილი ეკიპირება გადასცა. ვეტერან მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატს „ჰუალინგ პლაზა“ უმასპინძლებს.




