მთავარანგელოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ღვთისმსახურებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე თბილისის წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში აღავლენს.
" ამა წლის 21 ნოემბერს, მთავარანგელოზთა ხსენების დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III სადღესასწაულო წირვას აღავლენს თბილისის წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში.
➡️ ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება"- ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




