2023  წლის 15-19 ნოემბერს საფრანგეთში, ქალაქ ანტიბეში გაიმართა მსოფლიოს ერთიანი კარატეს ფედერაციის ორგანიზებით (WUKF) გაიმართა XIII ევროპის ჩემპიონატი კარატეში, რომელშიც ევროპის 30 ქვეყნის 3000-მდე სპორტსმენს შორის საქართველოდან კარატისტების 25 კაციანმა დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა. ევროპის პირველობაზე ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს, ჯამში  6 ოქროს, 1 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს:

ევროპის ჩემპიონატზე გუნდური კუმიტეს აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ოქროს მედლები მოიპოვეს ლუკა ხვედელიანმა, ტატო სამხარაძემ, ჭაბუკა მახარაძემ და ავთო გიუნაშვილმა. ორთაბრძოლაში საქართველოს ნაკრებმა ტატამზე ყველა წრეში იტალიის, რუმინეთის, დანიისა და ინგლისის ნაკრებები დაამარცხეს და გუნდური I ადგილი დამაჯერებლად მოიგეს. კუმიტეში გუნდური პირველობის გარდა ოქროს მედალი აიღო ტატო სამხარაძემ უფროსებს შორის ინდივიდუალურ კუმიტეში, ვერცხლის მედალი ტატო სამხარაძემ ინდივიდუალური კუმიტეს აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, ხოლო ჭაბუკა მახარაძემ ბრინჯაოს მედალი უფროსებს შორის კატას დისციპლინაში.

ევროპის ჩემპიონატზე გოგოებში ოქროს მედალი და I ადგილზე გავიდა 10-11 წლებს შორის ინდივიდუალურ კუმიტეში თამარ ცინცაძე, ასევე ოქროს მედლები მოიპოვეს ლუკა შანთაძემ და დავით გულოიანმა 16-17 წლებს შორის აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, კიდევ ერთი ოქროს მედალი კუმიტეში ვეტერანებს შორის ორთაბრძოლაში აიღო ირაკლი ღონღაძემ.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს მერაბ ლომაძემ 16-17 წლებს შორის  კუმიტეს აბსოლუტურ კატეგორიაში, დავით გულოიანმა 16-17 წლებს შორის კუმიტეს აბსოლუტურ კატეგორიაში,  მათე ძიგანაძემ 16-17 წლებს შორის (-55კგ), იოანე ჭუმბაძემ 8-9 წლებს შორის (-40კგ) და თეონა აბრამიშვილმა 10-11 წლებს შორის (-35კგ)