კურიოზულად დასრულდა სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში მიმდინარე 18 წლამდე ასაკის მძლეოსანთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო გარბენი 200 მეტრიან დისტანციაზე.

16 წლის ბრიტანელი ჯეიკ ოდი-ჯორდანი სტარტიდან დაახლოებით 40 მეტრის შემდეგ დაწინაურდა და მალე იმდენად დასცილდა მდევრებს, რომ მისი გამარჯვება არავისთვის აღარ იყო საეჭვო. ფინიშამდე დაახლოებით 30 მეტრში მან მდევრებს გადახედა და დარწმუნდა რა, რომ ისინი ძალიან შორს იყვნენ, მკვეთრად შეანელა რბენა და თითქმის სიარულით გადაკვეთა ხაზი, რომელიც მონიშვნა ბილიკზე, რომელიც მან ფინიშის ხაზად მიიჩნია.

უყურადღებო ბრიტანელი მაშინ გამოფხიზლდა, როდესაც მას დიდი სისწრაფით ერთბაშად სამმა მეტოქემ გადაასწრო და ნაბიჯს აუჩქარა, მაგრამ უკვე გვიანღა იყო და იგი ფინალში ვერ გავიდა.

გარბენის ჩანაწერი ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში და ამ დროისთვის ვიდეო მხოლოდ პლატფორმა X-ზე ნახა 2 მილიონ 900 ათასმა კაცმა.