ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში დასრულდა 20 წლამდე ასაკის მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი.
მსოფლიო ჩემპიონატი არასახარბიელო შედეგით დაასრულეს საქართველოს როგორც ბერძნულ-რომაული, ისე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა.
ბერძნულ-რომაული სტილი მოჭიდავეთა ანგარიშზე 77კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავე თორნიკე მიქელაძის და 87 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავე აჩიკო ბოლქვაძის მიერ მოპოვებული ბრინჯაოს მედლები და საერო გუნდურ ჩათვლაში დაკავებული მეექვსე ადგილია.
თავისუფალი სტილით მოჭიდავებმა 57 კგ წონით კატეგორიაში ლუკა ღვინჯილიას მიერ მოპოვებული ბრინჯაოს მედლით და გუნდურ ჩათვლაში დაკავებული მეცხრე ადგილით დაასრულეს ასპარეზობა.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებში 4 ოქროს მედალი ირანმა მოიპოვა, თითო-თითო კი უკრაინამ, უნგრეთმა, ყაზახეთმა და ყირგიზეთმა. ორი ოქროს მედალი ნეიტრალური სტატუსით მოჭიდავე რუსმა მოჭიდავეებმა მოიპოვეს.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეებში 3 ოქროს მედალი ირანმა მოიპოვა, 2 იაპონიამ, თითო-თითო კი აშშ-მა, თურქმენეთმა და ყაზახეთმა. 2 ოქროს მედალი დამოუკიდებელი სტატუსით მოჭიდავე რუსი მოჭიდავეების ანგარიშზეა.